რეზონანსი
13.01.2020

დედოფლისწყაროში ნაძვის ხის დაწვის საქმეში, სავარაუდოდ, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე გოგონა მონაწილეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ საქმეზე ძიება მიმდინარეობს.

"საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე პასუხისგებაში მიცემული არავინ არ არის. პირის იდენტიფიცირების შემთხვევაში, შედეგს გაცნობებთ", - განაცხადეს სამინისტროში.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორის, ილია მარტყოფლიშვილის ინფორმაციით, კულტურის ცენტრიც, ჯერჯერობით, დაზარალებულად ცნობილი არ არის.

"საერთო ზიანი 31 ათასი ლარია, თუმცა ჯერ დაზარალებულად ცნობილები არ ვართ. ბევრმა ვერსიამ გაიჟღერა, მაგრამ არ ვიცი, ამის ჩამდენი ვინ არის. ის ვიცი, რომ ნაძვის ხეს ცეცხლი ქუჩიდან წაუკიდეს და არა, კორპუსებიდან, როგორც ამას ზოგიერთი ამტკიცებს", - განაცხადა მარტყოფლიშვილმა.

შეგახსენებთ, ნაძვის ხე დედოფლისწყაროს ცენტრში, 2 იანვარს, ღამით გაუჩნდა. ის მუნიციპალიტეტმა 2012 წელს, 19.500 ლარად შეიძინა.

წყარო: "პრაიმ ტაიმი"

საშობაოდ, დედოფლისწყაროში ახალი ნაძვის ხე დადგეს. გამოძიება საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 187- ე მუხლით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×