სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.01.2020

    დარწმუნებული ვარ, საქართველოს საზოგადოება ნათლად ხედავს კონტრასტს „ქართული ოცნებისა" და „ნაცმოძრაობის" გარშემო გაერთიანებული ოპოზიციის პოლიტიკას შორის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    გიორგი ვოლსკიმ გასული წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუშინ ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირი ეთერით ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა.

    „ჩვენ მოვისმინეთ კონკრეტული დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული და სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ქვეყანაში უახლოეს პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მან პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა და დაადასტურა 20 ივნისის მოვლენების გამო დაწყებული გამოძიების ლეგიტიმურობა. პირდაპირ მიუთითა, რომ ხელისუფლების დამხობის მიზანთან იყვნენ ახლოს და მომავალშიც განაგრძობენ ამ გეზით სვლას. გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს არა მარტო „ნაცმოძრაობის", არამედ ამ პოლიტიკური ძალის ქოლგის ქვეშ გაერთიანებული ყველა პოლიტიკური ორგანიზაციის მთავარ ფიგურას, კოორდინირებული მოქმედებისა და შეჯერებული პოლიტიკის განმსაზღვრელს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

    მან ასევე ყურადღება გაამახვილა მიხეილ სააკაშვილის მიერ ევროპასთან უვიზო მიმოსვლისა და მედიის თავისუფლების საკითხებზე გაკეთებულ შეფასებებზე.

    „მიხეილ სააკაშვილმა ადრეც გააკეთა განცხადება, რომ ევროპას არ სჭირდება ზედმეტად განვითარებული საქართველო და დასავლეთი კოლონიალისტურ მიდგომებში დაადანაშაულა. უვიზო მიმოსლვის შემოღების გუშინდელი უარყოფითი შეფასება ამ იდეოლოგიის კიდევ ერთი დასტურია", - განაცხადა ვოლსკიმ.

    მისივე შეფასებით, „უტიფრობაა, რომ ტელეკომპანია „იმედის" დამრბევი, ფოტორეპორტიორების ჯაშუშობის ბრალდებით დაკავების ორგანიზატორი, არაერთი მედიასაშუალების კონტროლის ქვეშ მომქცევი, „რუსთავი2"-ის მიმტაცებელი ადამიანი საუბრობს მედიაგარემოზე და მის თავისუფლებაზე, თანაც საუბრობს იმ ტელევიზიების მეშვეობით, რომლებიც უმოკლეს დროში დაარეგისტრირეს და ეთერში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გაუშვეს".

    გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი, მის გარშემო შეკრებილი „ნაცმოძრაობის" ყოფილი და ამჟამინდელი ფრაგმენტები უტიფრად უვლიან გვერდს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ თვალსაჩინო, აშკარა წარმატებებს, კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ დემოკრატიულობის მაჩვენებლებს, მათ შორის მედიათავისუფლების მიმართულებით.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ლინდა   (14.01.2020)
    რას ბოდავ შე უბედურო, რაც მოხდა 20-ში ის აღნიშნა მიშამ. რაო, არ იყავით გაგიჟებულბი, კანკალებდით თქვე ვირთხებო, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, მთელი ქალაქი ქუჩაში გამოვიდა, ახალგაზრდებმა ხელში აიღეს ინიციატივა! რაო დასამხობად არ იყავით მზად? რატომ გამოვარდა გიჟივით ბიძინა, ირაკლიც გაანთავისუფლა და პროპორციული არჩევნებიც დანიშნა! ასე, რომ ნუ ბჟუტურებთ თქვე უვარგისო არარაობებო, თქვენი დრო ამოიწურა, რაც უნდა აგინოთ მიშა და ნაცები, არფერი გამოგივათ უმაქნისებო და გულის ამრევებო!


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×