სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.01.2020

    (რეზონანსი) საქართველოში ახალი ნარკოტიკი, სახელწოდებით „ჯი ეიჩ ბი" (GHB). ამის შესახებ ინფორმაციას სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2" ავრცელებს.

    ნარკოლოგების მტკიცებით, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ჯანმრთელობისთვის საკმაოდ სახიფათოა, რაც მსოფლიოშიც არის აღიარებული. აშშ-ში ჯი ეიჩ ბის მოხმარების შედეგად, ბოლო 30 წლის განმავლობაში 16000-მდე ადამიანი დაიღუპა.

    კვლევების მიხედვით, ეს ნარკოტიკი განსაკუთრებით საშიშია ალკოჰოლთან ერთად. ექსპერტები საუბრობენ, რომ მისი ე.წ. გადაგდება ჰეროინის გადაგდებაზე რთულია.

    "კურიერის" ინფორმაციით, ეს ნარკოტიკი შავ ბაზარზე იყიდება და ახალ ფორმულას იატაკქვეშა ლაბორატორიებში აწარმოებენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×