რეზონანსი
13.01.2020

(რეზონანსი) სოფელ წინწყაროში კოლოფი სიგარეტის გამო დაწყებული კონფლიქტი სისხლიანი შეტაკებით დასრულდა. დაპირისპირება ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და სოფელში ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის მოხდა. ​ადგილობრივები ამბობენ, რომ ერთი კოლოფი სიგარეტი საბაბი იყო. დაპირისპირება ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და წინწყაროში ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის იქ უკვე დიდი ხანია მწიფდება.

"სვანმა ბიჭებმა ვაქინ აბდიევს სიგარეტი მოსთხოვეს. მან არ მისცა და ეს არ მოეწონათ. ამაზე გაბრაზებულებმა მის შვილს შეაგინეს. მეორე დღეს ჩვენი თანასოფლელი მარნეულიდან ბრუნდებოდა და ახალგაზრდების ჩხუბს შეესწრო. როდესაც ნახა, რომ ზაქირს 25-30 სვანი სცემს და სისხლიანი იყო, საბარგულიდან დაშინების მიზნით ნაჯახი ამოიღო და აქეთ-იქით იქნევდა, რა დროსაც ერთ-ერთს ხელში მოხვდა", - ამბობს რუსტან ნავრუზალოვი.

19 წლის ცოტნე გუჯეჯიანის დაჭრის შემდეგ რუსლან ნავრუზალოვი გაიქცა, ამის შემდეგ ახალგაზრდების ჯგუფი დაედევნა და მისი ქვებით ჩაქოლვა სცადეს. გაქცევის დროს ნავრუზალოვი მანქანით კედელს შეასკდა.

მომხდარის შედეგად დაკავებულია ორი ადამიანი.

"მთავარი არხი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×