რეზონანსი
13.01.2020

(რეზონანსი) კლუბ "ბასიანთან" 3 პირის დაჭრაში ბრალდებულის, ბიძინა ჩაჩხიანის ბრალი გადაკვალიფიცირდა. კერძოდ, პროკურატურამ ბრალის ფორმულირება შეცვალა და 39 წლის მამაკაცს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ხულიგნობის მუხლი წაუყენა, რომელიც 9-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურატურა მას მანამდე, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ედავებოდა, რომელიც 20 წელს ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა.

ცნობისვის, 12 იანვარს დილით თბილისში, კლუბ „ბასიანთან" 3 ადამიანი დაჭრეს. ჩაჩხიანს, ერთ-ერთ თანამშრომელთან შელაპარაკების გამო, დაცვამ კლუბის ტერიტორია დაატოვებინა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ის "ბასიანში" დაბრუნდა და ცეცხლი გახსნა. შედეგად დაიჭრა 3 ადამიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×