სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.01.2020

    (რეზონანსი) „რუსთავი 2" ბავშვთა პორნოგრაფიის სკანდალში ბრალდებული ფოტოგრაფისჩვენებას აქვეყნებს, რომელიც ფოტოგრაფმა საქართველოში დაკავების შემდეგ გამოძიებას მისცა.

    "2012 დეკემბერში ჩავედი შეერთებულ შტატებში, რა დროსაც დამაკავეს ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე. სასჯელს ვიხდიდი საპატიმროში. მოხდის შემდეგ ვიცოდი რომ შტატებში სულ სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ ვიქნებოდი და მძიმე დანაშაულის გამო სამსახურსაც ვერ დავიწყებდი, ამიტომ პროგრამით ჩამოვედი საქართველოში. ვაფრთხილებდი ბავშვის შიშველი ფოტო, ან ვიდეოგადაღების შემთხვევაში მომდინარე საფრთხეების შესახებ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ადვილად დათანხმდნენ ჩემს შემოთავაზებაზე, რადგან იცოდნენ, რომ მსგავსი მასალის რეალიზაცია საკმაოდ მომგებიანი იყო." - ნათქვამია ჩვენებაში.

    კარლ ჯიუეტ უილიამსი საქართველოში სპეციალური პროგრამით „ასწავლე და ისწავლე"-ს ფარგლებში ჩამოვიდა, თუმცა, როგორ გადმოკვეთა მან უპრობლემოდ საქართველოს საზღვარი, ეს ჯერჯერობით უცნობია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×