რეზონანსი
14.01.2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ამბულატორიულ დაწესებულებებში გრიპის ვირუსით პაციენტთა მიმართვიანობამ წინა კვირასთან შედარებით მოიმატა, თუმცა მაჩვენებელი მაღალი არ არის. ვირუსის გამწვავების შემთხვევა 100 000 მოსახლეზე 220-ს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საკმაოდ დაბალია.

პაატა იმნაძის განმარტებით, გრიპის გავრცელების მაჩვენებლის მიხედვით, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის შეწყვეტის აუცილებლობა არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო დაწესებულებებმა ცენტრის რეკომენდაციები გაითვალისწინონ.

იმნაძის ვარადით, გრიპის სეზონი სავარაუდოდ აპრილამდე გაგრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×