რეზონანსი
14.01.2020

ორი თვეა, საქართველოში რძის პროდუქტების დასამზადებლად ირანული გაყინული, შედედებული რძე შემოდის, რომელსაც ყველაზე ხშირად ყველის სხვადასხვა სახეობის და მათ შორის, ქართული იმერული, ჭყინტი ყველისა თუ სულგუნის მოსამზადებლადაც იყენებენ.

ყველის ასოციაციაში იმპორტირებული რძის მავნე თვისებებზე არ საუბრობენ, თუმცა მათთვის პრობლემა ყველის უნიკალური ქართული სახეობების ბაზრიდან გაქრობა და რძის პროდუქტების სასარგებლო თვისებების შემცირებაა.

ადგილობრივ ბაზარზე ირანული რძის შემოტანა პრობლემას უქმნის ფერმერებსაც. რძე საქართველოში სეზონურად ისედაც დეფიციტური და სხვა ქვეყნებთან შედარებით ძვირია. თუ რძის პროდუქტების მწარმოებლები არჩევანს იმპორტირებულ, უფრო გრძელვადიან და იაფ პროდუქტზე გააკეთებენ, ქართველი ფერმერები ამბობენ, რომ აღარ ექნებათ მოტივაცია იმუშაონ მესაქონლეობის განვითარებაზე.

საქართველოში შემოტანილი ირანული რძის ნიმუშები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უკვე შეამოწმა. ლაბორატორიული კვლევის მიხედვით, იმპორტირებული შედედებული რძე უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, თუმცა უწყება მასზე სულ სხვა რეგულაციას აწესებს. მისი გამოყენების შემთხვევაში მწარმოებელმა უნდა მიუთითოს ეტიკეტზე თუ რისგან არის დამზადებული ესა თუ ის პროდუქტი და ასევე, არ დაამზადოს ირანული რძისგან ქართული სახეობები, - იუწყება „რუსთავი 2“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×