სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.01.2020

    (რეზონანსი) გასული წელი გამორჩეული იყო ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურით. სინოპტიკოსების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევროპისთვის 2019 წელი ყველაზე ცხელი იყო ამინდზე დაკვირვების ისტორიის მანძილზე. წლიურმა საშუალო ტემპერატურამ ევროპაში გასულ წელს 1,2 გრადუსით აღემატებოდა 1981-2010 წლის პერიოდის მაჩვენებელს.

    ამასთან ევროპის უმეტეს ქვეყნებში დამყარდა ზაფხულის ტემპერატურული რეკორდები. კერძოდ:

    ბელგია, 25.07.19 - 41,80C; საფრანგეთი, 28.07.19 - 460C; გერმანია, 25.07.19 - 42,60C, ლუქსემბურგი25.07.19 - 40,80C; ნიდერლანდები, 25.07.19 - 40,70C; დიდი ბრიტანეთი, 25.07.19 - 38,70C.

    რაც შეეხება მთლიანად მსოფლიო კლიმატს, აქ 2019 მეორე ადგილზეა ყველაზე ცხელ წელიწადებს შორის, ხოლო ჩრდილოეთ პოლუსზე ჩვეულებრივზე მარალი ტემპერატურა დაფიქსირდა.

    ამასთან, ნალექბზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ საშუალო წლიური მაჩვენებელი აქ არ შეცვლილა, თუმცა, უნალექო პერიოდის ხანგრძლივობა დღეების მიხედვით, საგრძნობლად გაზრდილია, განსაკუთრებით ზაფხულში.

    ექსპერტები აცხადებენ, რომ როგორც წესი ექსტრემალურ სიცხეებს, ან სიცივეებს სხვა დროსაც ჰქონდა ადგილი ჩვენს პლანეტაზე, თუმცა ეს როგორც წესი 25 წელიწადში ერთხელ ხდებოდა, ახლა კი - 5 წელიწადში ერთხელ.

    ტემპერატურული პიკები, სინოპტიკოსების ავარაუდით, 2020 წელსაც არის მოსალოდნელი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×