სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.01.2020

    (რეზონანსი) ხელისუფლების პირველი პირი იქნება თუ მინისტრი უნდა იცოდეს, რომ ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშალისთვის მოუწევს პასუხისგება - ამის შესახებ მოძრაობა „ტრიბუნას" დამფუძნებელმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

    „არ აქვს მნიშვნელობა, რომელიმე აფრიკული ქვეყნის პირველ პირი იქნება ეს, თუ ევროპული ქვეყნის.

    ამიტომ, ნებისმიერ ადამიანს, ვინც არის ხელისუფლებაში, პირველი პირი იქნება თუ მინისტრი, უნდა იცოდეს კარგად, რომ ქვეყნის და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო, ცივილიზებული სამყარო დაუწესებს სანქციებს და ეს არა ერთხელ გვინახავს.

    რაც შეეხება კონკრეტულად „ქართულ ოცნებას", ის რაც დღეს იქ ხდება - კულუარული მართვა, კორუფციული სქემები, ფულის მიტაცება... - ეს აბსოლუტურად მიუღებელია ცივილიზებული სამყაროსთვის. დამარცხების შემთხვევაში კი, ბევრი ის ადამიანი, ვინც დღეს სათავეშია, ალბათ პასუხიმგებლობის წინაშე დადგება - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×