სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.01.2020

    ბათუმში, პუშკინის და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში დღეს, 14 იანვარს, ლიფტი ჩავარდა. ლიფტში სამი ადამიანი იმყოფებოდა.

    ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, მალხაზ ხალვაშის თქმით, ამბულატორიული მომსახურება მხოლოდ ლიფტში მყოფ დედა-შვილს დასჭირდა. მათ გარეგნული დათვალიერებით დაზიანებები არ აღენიშნებოდათ, თუმცა ისინი კლინიკაში რჩებიან.

    "ბათუმელების" ინფორმაციით, ლიფტი მე-13 სართულიდან ეშვებოდა ქვემოთ და მე-11 სართულიდან ჩავარდა.

    ამ კორპუსის მაცხოვრებლის თქმით, ეს სატვირთო ლიფტი იყო, თუმცა, მას სამგზავროდ იყენებდნენ. კორპუსი ამ დროისთვის მერიას ჩაბარებული არ აქვს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

     

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×