რეზონანსი
14.01.2020

(რეზონანსი) "ქართული ოცნების" წევრი ანრი ოხანაშვილი ბაკურიანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს - დეპუტატმა "რუსთავი 2"-ს განუცხადა, რომ ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა, თუმცა მისთვის უცნობი მამაკაცი მას დაემუქრა.

"ბაკურიანში ჩემს სამ შვილთან და მეუღლესთან ერთად ვიყავი კაფეში, სასრიალოსთან ახლოს და ვვახშმობდით. ამ დროს ჩემთვის უცნობმა კაცმა დაიწყო შეურაცხყოფის მოყენება და დებოში ატეხა. ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა, თუმცა იყო მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა. შვილებზე მუქარაც იყო," - ამბობს ოხანაშვილი.

"რუსთავი 2"- ის ინფორმაციით, პირი, რომელმაც დეპუტატს შეურაცხყოფა მიაყენა, ვახტანგ რობაქიძეა - ის პოლიციამ ადმინისტრაციული წესით უკვე დააკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×