სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.01.2020

    (რეზონანსი) რავიცი, ახლა ძმებო როგორ ვქნათ? თქვენ ჩამოხვალთ ჩემი ჩვენებების ჩასაწერად თუ მე ჩამოგაკითხოთ მანდ და დავილაპარაკოთ, ჩავხედოთ ერთმანეთს თვალებში - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუკის" გვერდზე ვიდეომიმართვაში განაცხადა.

    „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მინდა მივმართო სრულიად საიდუმლოდ. მართალი ხართ, გავრილოვის ღამე მე მოვაწყე. გავრილოვი მე ჩამოვიყვანე ჩემი ძველი ძმაკაცი და აგენტია. ქუცნაშვილი ჩვენი ნაციონალური მოძრაობის წევრია, გახარია ჩემს ბრძანებებს ასრულებდა, როდესაც არბევდა მიტინგებს. ივანიშვილი ჯიბეში მიზის რადგან, მე ხომ 19 მილიარდი მაქვს და ივანიშვილს მხოლოდ 5. და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ტრამპთან და პუტინთან შეთანხმებული იყო. რავიცი, ახლა ძმებო როგორ ვქნათ? თქვენ ჩამოხვალთ ჩემი ჩვენებების ჩასაწერად თუ მე ჩამოგაკითხოთ მანდ და დავილაპარაკოთ, ჩავხედოთ ერთმანეთს თვალებში", - თქვა სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.

    შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის მოვლენებზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას შს სამინისტრო შეისწავლის. სააკაშვილმა ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ „2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილი წკიპზე იყო. ცოტაც, და ეს რეჟიმი დაემხობოდა. მაშინ, ჩემი აზრით, მომენტი გაშვებულ იქნა".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    . სტატუს ქუო   (15.01.2020)
    მიშა, შენი ლაჩარი დედას შევეცი. ძალიან კარგად ვიცით, რა კურდღელიც ხარ, შორიდან ხარ მაგარი. აქ რომ მოგათრიონ, ჩაიჯვამ.


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×