რეზონანსი
15.01.2020

ნიკა გვარამია ამჯერად ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს გადასწვდა და უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ელიზაბედ რუთმა, გურიაში, კალანდობის დღესასწაულზე “ქართლი ოცნების” დეპუტატთან ერთად ქართულად იმღერა.

„სიმღერა აახლოვებს.

ამჯერად ისე ძლიერი აღმოჩნდა, რომ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელისაბედ რუთიც კი ჩაიყვანა შორეულ გურიაში, კორუფციით და კრონიზმით ცნობილ ქოცდეპუტატ ოდიშარიასთან, ბიძინას „ლიჩნი” მომღერალ ერქომაიშვილთან (პირადად რომ გამოაგდებინა ახალ ხელისუფლებას გენიოსი უშიკიშვილი ფოლკლორის ცენტრიდან) და სხვა წვრილწვრილ ქოცებთან ერთად პოლიფონიის შესაკრავად. იმ გურიაში, კინაღამ რომ ჩაქოლეს დამხვედრმა გურულებმა ჩასული დელეგაცია, შიმშილით ვკვდებით და რა კალანდა 2020-ის საზეიმოდ ჩამოხვედით თქვენი ჯიპების ესკორტებითო.

აი, მაგალითად ჩვენთან, სასწაულებრივად უმოკლეს ვადაში გახსნილ მთავარ ოპოზიციურ არხზე, იმავე ქალაქში რომ მდებარეობს, სადაც ამერიკის საელჩო, არასდროს მოსულა ქალბატონი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. ეს ალბათ იმიტომ, რომ კარგად ვერ ვმღერით. მით უმეტეს, გურულ პოლიფონიას – ნამეტნავად რთულია“, – წერს ნიკა გვარამია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×