სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.01.2020

    ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატი და ოჯახი სასჯელის გადავადებას ითხოვენ. "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" საჩივარზე უკვე მუშაობს, რომელიც საქალაქო სასამართლოს უახლოეს დღეებში უნდა გადაეგზავნოს.

    ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ პატიმრობის გადავადების პრეცედენტები მართლმსაჯულებაში არსებობს.

    "ეს არ არის ჩვენი ნახვის შემდეგ შეფასება, ეს მართლა რეალობაა და ყოველი წუთით და წამით ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დგას მისი სიცოცხლე. პრეცედენტები არსებობს მართლმსაჯულებაში და ყოფილა სასჯელის გადავადება. ერთ-ერთი მიზანი არის, რომ დეკანოზი თავისუფლებაში შეხვდეს სტრასბურგის გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორიც სამართლიანობას შეეფერება და ყველა დაინახავს დეკანოზის უდანაშაულობას," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×