რეზონანსი
15.01.2020

სასამართლო სხდომაზე ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფისთვის ბრალდებულმა რობაქიძემ თქვა, რომ ანრის დიდი ხანია იცნობს. მან უარყო დეპუტატთან ფიზიკური დაპირისპირება და დაადასტურა, რომ ორივეს მხრიდან მხოლოდ ხმამაღალი საუბარი იყო.

„ანრი ადგა და გავიდა, მალე მოვიდა პოლიცია. ნასვამი კი ვიყავი, მაგრამ სხვა არაფერი ყოფილა. ჩემი აგრესია გამოიწვია იმან, რომ ბავშვები მარტო მყავდა ჩამოყვანილი ბაკურიანში, არ გაითვალისწინა პოლიციამ და მხოლოდ ხმამაღალი საუბრის გამო დამაკავა. ახლაც არვიცი სად არიან ბავშვები. მითხრეს, რომ მეგობარმა წაიყვანა," - ასე განმარტა პოლიციასთან დაუმორჩილებლობა რობაქიძემ.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ვახტანგ რობაქიძის აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს, 15 იანვარს იმსჯელა. მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა გადაწყვეტილება გამოაცხადა. დეპუტატ ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფაში ბრალდებულს სამდღიანი პატიმრობა შეეფარდა. ათვლა დაკავებიდან, ანუ 14 იანვრის 19:47 წუთიდან დაიწყო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×