რეზონანსი
15.01.2020

18 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოში ღამით ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაეცემა, თბილისში კი -4 გრადუსია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 იანვარს, დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღისით გაძლიერდება აღმოსავლეთის ქარი - 20/25 მ/წმ-ში. საშუალო ტემპერატურა დღისით 7-12 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი მცირე ნალექია მოსალოდნელი, უმეტესად თოვლის სახით. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 0-5 გრადუსი იქნება. რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში თოვლჭყაპი და ნისლია ნავარაუდევი. თბილისში დღისით 3 გრადუსი სითბო დაფიქსირდება.

17 იანვარს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, გაძლიერდება აღმოსავლეთის ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია მცირე ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, თბილისში - თოვლჭყაპი და ნისლია ნავარაუდევი.

18 იანვარს, დასავლეთ საქართველოში მცირე ნალექია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში ღამით ტემპერატურა დაიკლებს და ზოგიერთ რაიონში -8 გრადუსამდე დაეცემა. რაც შეეხება თბილისს, 18 იანვარს დედაქალაქში უნალექო ამინდია ნავარაუდევი, დღისით 7 გრადუსი, ხოლო ღამით -4 გრადუსი იქნება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×