რეზონანსი
15.01.2020

ახალციხის სასამართლომ ვახტანგ რობაქიძეს, რომელმაც ანრი ოხანაშვილს ბაკურიანში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სამდღიანი პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებული ამბობს, რომ მან ოხანაშვილს გამყიდველი და ქვეყნის მოღალატე უწოდა და ამის გამო დააკავეს.

"ანრი ოხანაშვილის პირადი პატიმარი ვარ... მივმართე და ვუწოდე ქვეყნის გამყიდველი და მოღალატე და ამის გამო დარეკა პოლიციაში და დამაკავეს და მომისაჯეს სამ დღიანი პატიმრობა. არ ვიცი რატომ დარეკა პოლიციაში, ვერ აიტანა რომ ვუთხარი ქვეყნის მოღალატე ხართქო. რაც რეალურია ის ვუთხარი, მეტი არაფერი მითქვამს," - ამბობს რობაქიძე მთავარ არხთან საუბრისას.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×