რეზონანსი
16.01.2020

ირაკლი შოთაძეს იურისტთა წრეებში აქვს მაღალი რეპუტაცია, მის სახელს უკავშირდება სამართლიანობის აღდგენის კუთხით არაერთი საქმის გამოძიება, - ეს განცხადება ანრი ოხანაშვილმა გააკეთა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ შოთაძის სახელი მნიშვნელოვანი საქმეების გახსნას უკავშირდება.

"ირაკლი შოთაძეს იურისტთა წრეებში საკმაოდ მაღალი რეპუტაცია აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურის სისტემას მის მიმართ აქვს საკმაოდ ობიექტური ნდობა, ვინაიდან ეს ადამიანი გახლავთ პროფესიონალი, მის სახელს უკავშირდება ძალიან ბევრი გახმაურებული საქმის გახსნა, მის სახელს უკავშირდება სამართლიანობის აღდგენის კუთხით არაერთი საქმის გამოძიება.

შესაბამისად, არის ობიექტური მოცემულობა, რომელი მოცემულობითაც იგი არის პროფესიონალი. ძალიან მნიშვნელოვანი, რომლითაც ჩვენს საზოგადოებას ირაკლი შოთაძემ თავი დაამახსოვრა, ეს მისი ღირსეული ნაბიჯია, როდესაც მან თანამდებობა დატოვა,"-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძეც წარადგინეს.

ირაკლი შოთაძეს ეს თანამდებობა მანამდეც ეკავა. მან პოსტი 2018 წლის მაისში დატოვა. ეს გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც სასამართლოს განაჩენის თანახმად, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ორი ბრალდებულიდან დავით სარალიძის მკვლელობა არც ერთს არ დაუდასტურდა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (17.01.2020)
ეს ცარიელი ადგილი ნახე რა. მოდი იდი ნახუი შე სირო

abda-ubda   (17.01.2020)
erti shen ici ras nishnavs sityva reputacia da meore shenma dzmakacma shotazem. mteli gundi ureputacio, bandzi da gadamgdebi, fuflo kacebis xrova xart.

. სტატუს ქუო   (17.01.2020)
თქვენ შიგ ხო არა გაქვთ?

სიმართლე   (16.01.2020)
კი განსაკუთრებით სალარიძის,მუხტარლის საქმეებით !!ვაი შენს პტრონს მართლა მონავ!!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×