რეზონანსი
16.01.2020

„ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განმარტა, რატომ ვერ მოხვდა „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევაში პოლიტიკური გაერთიანება.

მისი თქმით, როდესაც ოქტომბერში ეს კვლევა დაიგეგმა, ლელო ჯერ კიდევ საზოგადოებრივი მოძრაობა იყო და ამიტომ გაერთიანების თხოვნა იყო, რომ ამ გამოკვლევაში „ლელო" არ ყოფილიყო ჩართული.

როგორც ცნობილია, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის" ყრილობა 22 დეკემბერს გაიმართა.

„შემდგომ გამოკვლევაში „ლელო" აუცილებლად ჩეართვება. როგორც მოგეხსენებათ, პოლიტიკურ პარტიად (2019 წლის) 22 დეკემბერს დავრეგისტრირდით. ამიტომ ჩვენ, მივიღეთ გადაწყვეტილება და ვთხოვეთ NDI-ს, რომ ამ ეტაპზე, რამდენადაც ნოემბერში არ ვიყავით პოლიტიკური პარტია, არ მომხდარიყო ჩვენი ჩართვა გამოკვლევებში.შემდგომ გამოკვლევაში, გაზაფხულისთვის, ჩვენ აუცილებლად ვიქნებით" , - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება თავად კვლევას, ბადრი ჯაფარიძის თქმით, NDI-ის მეთოდიკა ძალიან პროფესიონალურია.

„გამოკვლევას აქვს თავის მიზანი, ის იკვლევს მოსახლეობაში განწყობებს, მას თავის ჩატარების მეთოდიკა აქვს, ეს არის ძალიან პროფესიონალურად მომზადებული და ჩატარებული გამოკვლევა. ამიტომ, მისი იგნორირება არის სრული უპასუხისმგებლობა. თუმცა, მთავარია, რომ ჩვენ, როგორც ოპოზიციურმა პარტიებმა გავითვალისწინოთ ის მოლოდინები, რომელიც ჩვენს მოსახლეობას გააჩნია", - განუცხადა ჟურნალისტებს ჯაფარიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „არ შეიძლება სერიოზულად ვილაპარაკოთ კვლევაზე, რომელიც სულ რაღაც 30 პროცენტით სცდება ხოლმე რეალობას". ასე შეაფასა მან NDI-ის ახალი კვლევის შედეგები.

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 19% აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს პოლიტიკური პარტიებიდან „ქართული ოცნება" დგას. ამასთან, კითხვაზე „ხვალ რომ არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას", გამოკითხულთა 56%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, 39%-მა იცის, ხოლო 3%-მა არ იცის, ვის მისცემდა ხმას.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
NDI   (16.01.2020)
პარტია ლელო 0,36 -1,36 ამ რადიუსში იქნებიან!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×