სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.01.2020

    საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს საპატრიარქოში ეწვივნენ და დაბადების დღე, აღსაყდრებიდან 42 წელი და შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცეს.

    დეპუტატებთან ერთად მათი ოჯახის წევრებიც იყვნენ, მათ შორის, უწმინდესის ნათლულები.

    „ჩვენ მოვედით, რათა მოგილოცოთ დაბადების დღე, 42 წელი აღსაყდრების, შობა-ახალი წელი, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ დიდი სიყვარული და პატივისცემა ჩვენ ყველამ ერთად. ვფიქრობთ, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის სიყვარული მოგიტანეთ დღეს", - მიმართა მის უწმინდესობას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

    მის უწმინდესობას მიულოცეს და სიტყვით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ილია ნაკაშიძემ, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა, პარლამენტის ყოფილმა წევრმა კარლო კოპალიანმა, დეპუტატებმა ენძელა მაჭავარიანმა, ირაკლი შიოლაშვილმა, მერაბ ქვარაიამ, ანრი ოხანაშვილმა, რევაზ არველაძემ, გენადი მარგველაშვილმა, რომლებმაც მის უწმინდესობას კოლეგების სახელით უსურვეს დღეგრძელობა და დიდხანს სიცოცხლე ქვეყნის საკეთილდღეოდ.

    კათოლიკოს - პატრიარქმა პარლამენტარები დალოცა და ქვეყნისა და ხალხის სამსახურში წარმატებები უსურვა.

    „მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით. მინდა გთხოვოთ, რომ ეცადოთ, არ იყოს დაყოფა თქვენს შორის, თქვენ უნდა მისცეთ მაგალითი ჩვენს ახალგაზრდობას. ღმერთი მოწყალეა და ღმერთი გაგვიხსნის გზას და ჩვენ გავალთ სამშვიდობოს. დალოცვილი იყავით", - მიმართა ილია მეორემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.​

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ხიხოს შევთხარე   (17.01.2020)
    უნდა ნახოთ, ეს კაცი "უწმინდესი" 1992 წლის 9 იანვარს როგორ გაბადრული სახით ეხვეოდა და ლოცავდა კიტოვანს და სიგუას. ეს ბებერი გამოთაყვანებული.

    გელა   (16.01.2020)
    ეს ბერიკაცი უფრო და უფრო ამაზრზენი ხდება და ამ არსებაა ქვია სულიერი მამა:-))) ნუ ქოც ნაგავზე ლაპარაკი არ მაქვს საერთოდ


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×