სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.01.2020

    (რეზონანსი) გარემოს ეროვნული სააგენტოს მთავარი სინოპტიკოსის, ნონა ელისაშვილის ინფორმაციით, თბილისში დღეს თოვლ-ჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი.

    მისივე თქმით, დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია მცირე თოვლი და ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.

    სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო დღეების განმავლობაში, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.

    „დღეს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და ველოდებით უმეტესად უნალექო ამინდს. რაც შეეხება დაბლობის ტემპერატურას, გვექნება 8-13 გრადუსის ფარგლებში, მთაში 3-8, ხოლო მაღალ მთაში 0-5 გრადუსი სითბო.

    აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, ველოდებით მცირე თოვლს და ნისლს, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამის სიჩქარით. ტემპერატურა ბარში და მთაში 2-7 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში გვექნება ზოგან -5 გრადუსი ყინვა.

    რაც შეეხება დედაქალაქს, დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. შესაძლებელია დილის საათებში მცირე თოვლ-ჭყაპი და ნისლი, იქროლებს სამხრეთ აღმოსავლეთის ქარი. დღის განმავლობაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 6 გრადუსს მიაღწევს. მომდევნო დღეებში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება",- განაცხადა ნონა ელისაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×