რეზონანსი
17.01.2020

(რეზონანსი) ხელვაჩაურში მცხოვრები 29 წლის კაცს 15 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედებისთვის 6 წელი მიუსაჯეს. ახალგაზრდას არასრულწლოვნის გაუპატიურებასაც ედავებოდა ბრალად, თუმცა ეს სასამართლომ არ დაადასტურა.

საქმის მასალების თანახმად, შემთხვევა ღამის საათებში, ჭოროხის სანაპიროზე მოხდა. 29 წლის ბრალდებულმა 15 წლის მოზარდი თავის კუთვნილ მიკროავტობუსში გაიცნო და მასთან კომუნიკაცია სოციალურ ქსელში გააგრძელა.

დაზარალებული გოგოს ჩვენებით, მას ბრალდებულმა სახლში საღამოს მიაკითხა და დალაპარაკება სთხოვა. მიკროავტობუსი ჭოროხის სანაპიროზე გაჩერდა და ბიჭი მანქანიდან გარეთ აღარ უშვებდა, კოცნიდა და სექსუალურ კონტაქტს აიძულებდა. მოგვიანებით, გოგოს ხელები ბრალდებულმა მანქანის ღვედით შეუკრა. გოგომ სახლში დაბრუნება დილის 6 საათზე შეძლო. მას მშობლები ეძებდნენ და პოლიციისთვის უკვე მიმართული ჰქონდათ.

საქმის მასალების თანახმად ბრალდებულს საკუთარ მობილურ ტელეფონში 15 წლის გოგოსთან კოცნა ვიდეოთი ჰქონდა გადაღებული.

ბრალდებულმა დანაშაულს უარყოფს და აცხადებს, რომ გოგოს მოეფერა, მაგრამ ეს მისი თანხმობით გააკეთა და ვიდეოც მისი თანხმობით გადაიღო. ბრალდებული ირწმუნება, რომ არ იცოდა, თუ გოგო 16 წლის არ იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×