რეზონანსი
17.01.2020

(რეზონანსი) თურქული მედიის ცნობით, საქართველო უარს აცხადებს მიიღოს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე, იგივე მინდია ლავასოღლი, რომლის ექსტრადიციასაც ქვეყანაში თურქეთი გეგმავს.

მედიის ცნობით, ლავასოღლის საქართველოში ექსტრადიციის ბოლო ვადა თებერვალში იწურება და თუ თბილისი მის მიღებაზე კვლავ უარს განაცხადებს, ანკარას მოუწევს მისი გათავისუფლება.

მინდია გორაძე, რომელიც ინტერპოლის მიერ იძებნებოდა, 2018 წლის 25 ოქტომბერს ქალაქ ტრაპიზონში დააკავეს. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს, თუმცა, ცოტა ხანში ხელახლა დააკავეს.

„მას შემდეგ თურქეთი ცდილობს დიპლომატიური არხებით ზეწოლა მოახდინოს თბილისზე მის ექტრადიციასთან დაკავშირებით, თუმცა უშედეგოდ",- წერს თურქული მედია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×