
(რეზონანსი) ადამიანურად გული მწყდება, თუ სად აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი შვიდ წელიწადში, - ამის შესახებ განცხადება პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გააკეთა.
„ეს არის ბიძინა ივამიშვილის კარუსელი. კი ვაკრიტიკებთ, ვამხელთ მის ქმედებას, მაგრამ ადამიანურად გული მწყდება, თუ სად აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი შვიდ წელიწადში. როგორც ქართველი ვამბობ ამას. მისი ეს დეგრადირება, როგორ მიიყვანა ქვეყანა ამ მდგომარეობამდე. ამხელა ენთუზიაზმი 2012 წლის, რომ რაღაც შეიცვლებოდა, ამხელა გეგმები, სადამდე მივიდა ეს ყველაფერი.
ამ სისტემის მანკიერი მხარეა, რომ ერთსა და იმავე თანამდებობაზე აბრუნებენ ერთი და იგივე ადამიანებს, ბოლო შვიდ წელიწადში ხუთი პრემიერ-მინისტრი გვყავდა. ვინმემ კითხვა დასვა - ჩვენი ფული რომ იხარჯება, რა შედეგი მოაქვს ამ ხალხს? ამ ადამიანს ჰგონია, თავისი კომპანიის დირექტორებს და აუდიტორებს ცვლის, რაც ასე არ არის" ,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.