სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.01.2020

    (რეზონანსი) ის, რომ ქართულმა მხარემ არ მოითხოვა ლავასოღლის ექსტრადიცია, არ შეესაბამება სიმართლეს,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

    მისივე ინფორმაციით, ლავასოღლი თურქულმა მხარემ სწორედ იმიტომ დააკავა, რომ მისი ექსტრადიცია საქართველომ მოითხოვა.

    „ის, რომ ქართულმა მხარემ არ მოითხოვა მისი ექსტრადიცია, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ის დაკავებული იყო თურქული მხარის მიერ სწორედ იმიტომ, რომ ქართულმა მხარემ მისი ექსტრადიცია მოითხოვა. პროცედურები კვლავ მიმდინარეობს. რაც შეეხება პირის, თუ სხვა კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებას, რა თქმა უნდა, სწორედ ამ პრინციპებით მუშაობდა „ნაციონალური მოძრაობა". მაშინდელი ციხეების მთელი სისტემა აწყობილი იყო ისე, რომ პრობაციონერების დაშინებითა და კრიმინალური ავტორიტეტების გამოყენებით ზეწოლა მოეხდინათ „ნაციონალებს" ამომრჩევლის ნებაზე. ეს ეპოქა ჩვენ 2012 წლის პირველ ოქტომბერს წარსულს ჩავაბარეთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

    თურქული მედიის ცნობით, საქართველო უარს აცხადებს მიიღოს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე, იგივე მინდია ლავასოღლი, რომლის ექსტრადიციასაც ქვეყანაში თურქეთი გეგმავს. მედიის ცნობით, ლავასოღლის საქართველოში ექსტრადიციის ბოლო ვადა თებერვალში იწურება და თუ თბილისი მის მიღებაზე კვლავ უარს განაცხადებს, ანკარას მოუწევს მისი გათავისუფლება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×