რეზონანსი
17.01.2020

(რეზონანსი) ირანის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის თქმით, ერაყში, ამერიკულ პოზიციებზე თავდასხმამ აშკარა გახადა, რომ ირანს „ღვთიური მხადაჭერა" ჰქონდა, როცა აშშ-ს „სილა გაულაწუნა".

პარასკევის ლოცვის მსვლელობისას, მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის მიერ დაწესებული სანქციები ირანზე, შედეგებს ვერ გამოიღებს.

ათასობით ადამიანი, რომელიც ლოცვვას ესწრება ხამენეის სიტყვებს შეძახილებით „სიკვდილი ამერიკას" შეხვდნენ.

ხამენეიმ ირანის მიერ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ინციდენტს „ირანის მტრები" ყასემ სოლეიმანის მოკვლის გადასაფარად იყენებენ.

ცნობისთვის, აიათოლა ალი ხამენეი, დღეს თეირანში პარასკევის ლოცვას უძღვება. ბოლო რვა წლის მანძილზე ეს პირველი შემთხვევაა, როცა ირანის უმაღლესი ლიდერი პარასკევის ლოცვას აღავლენს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×