რეზონანსი
17.01.2020

(რეზონანსი) საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ნიკა მელია პარლამენტში ბადრი ბასიშვილმა შეცვალა.

გადაწყვეტილებას მხარი 75 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 2 იყო.

რიგგარეშე სხდომაზე უმრავლესობის უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის კენჭისყრის პროცესს თავად პარტიის წევრები არ ესწრებოდნენ.

ნაციონალური მოძრაობა და ზოგადად საპარლამენტო ოპოზიცია უკვე რამდენიმე თვეა რაც ბოიკოტის რეჟიმშია და პარლამენტის სხდომებს არ ესწრება მას შემდეგ, რაც პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩავარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×