სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.01.2020

    (რეზონანსი) რუსეთი იმედოვნებს, რომ აშშ და ნატო შეწყვეტენ საქართველოს წაქეზებას, დაუპირისპირდეს რუსეთს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ საკითხებშია ნათქვამი, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის პრესკონფერენცისთვის იყო მომზადებული.

    „დაძაბულობის ესკალაციის რეალური საფრთხე და სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა არის ნატო-ს მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე დაჩქარებული სამხედრო-პოლიტიკური განვითარება. ჩვენ მოწმენი ვართ მოწინავე პოლიტიკური და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ალიანსს, ვაშინგტონს და საქართველოსთან. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აშშ-სა და ნატო-ში სერიოზულად მიიღებენ ჩვენს გაფრთხილებებს და შეწყვეტენ საქართველოს წაქეზებას, დაუპირისპირდეს რუსეთს. ჩვენი მხრიდან, მუდმივი ინტერესი რჩება ორმხრივი ურთიერთობების თანმიმდევრული ნორმალიზებისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.

    აღნიშნული ტექსტი რუსეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე ლავროვის პრესკონფერენციის შემდეგ განთავსდა, თუმცა უშუალოდ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი კონკრეტულად ამ საკითხს არ შეხებია. როგორც რუსული მედია წერს, ამ თემაზე კითხვის დასმა პრესკონფერენციისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვის გამო ვერ მოხერხდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (17.01.2020)
    ა.შ.შ და ნატო კიარა, რუსეთის მტრული პოლიტიკა გვაქეზებს, ლავროვ, რა მოიგეთ ამ მტრობით? ტერიტორიების ნაკლებობას ხომ არ განიცდიდით, რატომ გადაგვემტერეთ? წაშალეთ ყოველივე ხიბლი, რაც წლების განმავლობაში იყო სიმწრით შეკოწიწებული ჩვენს შორის!

    ხიხოს შევთხარე   (17.01.2020)
    იდი ნახუი შენი სომეხი დედაც მოვტყან


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×