სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.01.2020

     სალომე ზურაბიშვილი გურიაში კალანდის აღნიშვნისა და ჩიჩილაკისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მინიჭების საკითხზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, ნიკოლოზ ანთიძეს შეხვდა.

    „ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. შევხვდით საქართველოს პრეზიდენტს, მისი ინიციატივის შემდგომში განვითარების მიზნით. ეს ეხება გურიაში კალანდობასა და ჩიჩილაკის მომზადების წესს, როგორც არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობაში წარსადგენად საკმაოდ საინტერესო და კარგ ელემენტს.

    დეტალებში გავიარეთ საკითხი, თუ როგორ უნდა მომზადდეს და დავიწყეთ ამ საჯარო განცხადების შემდეგ ამაზე ზრუნვა. ძალიან კარგი ინიციატივაა ჩვენი იდენტობის კიდევ ერთხელ წარმოსაჩენად", - განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.

    ცნობისთვის, პრეზიდენტმა კალანდის აღნიშვნისა და ჩიჩილაკისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მინიჭების თაობაზე გურიაში სტუმრობისას ისაუბრა.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×