რეზონანსი
18.01.2020

ქუთაისელი მამისა და შვილების ვიდეოს სოციალურ ქსელში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ვიდეოში მამა, გიორგი გურაბანიძე, პაციენტის როლს ასრულებს, ხოლო მისი შვილები სასწრაფოს ექიმები არიან. მაყურებლის ყურადღება როლების ოსტატურად შესრულებამაც მიიპყრო და იუმორმაც, რომელიც გასდევს ვიდეოს. გიორგის მეუღლე, თათია ურიადმყოფელი გვიყვება, როგორ გადაიღეს ვიდეო და ელოდნენ თუ არა მსგავს გამოხმაურებას:

"მყავს ორი შვილი, უფროსი ლეონი სამი წლისა, მელინა კი - 2 წლის. ლეონი სულ მელოს ეძახის და ცდილობს ყველგან ასე წარადგინოს. ჩემი მეუღლე ძალიან კარგი მამაა, მოსიყვარულე ყურადღებიანი, კრეატიული და არტისტულიც. მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, მაინც ნახულობს შვილებთან თამაშის, გართობისა და გასეირნების დროს.

არ ველოდით ვიდეოზე მსგავს გამოხმაურებას და არც ატვირთვას ვაპირებდით. ხშირად ვიღებთ მსგავს ვიდეოებს თამაშის დროს, მაგრამ სოციალურ ქსელში არ ვათავსებთ. ეს ვიდეო ჩემს დედამთილს გადავუგზავნეთ იტალიაში და მან საკუთარ გვერდზე ატვირთა. შემდეგ კი მისი გვერდიდან გააზიარა ბევრმა ადამიანმა და უამრავი დადებითი კომენტარი წამოვიდა", - განუცხადა "მშობლებს" თათია ურიადმყოფელმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×