რეზონანსი
18.01.2020

(რეზონანსი) ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე სამი დღით ადრე, სო­ფელ შამ­გო­ნა­ში მომ­ხდარ გა­უ­გო­ნარ ტრა­გე­დი­ა­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს. შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დია სა­მეგ­რე­ლოს სო­ფელ­ში 2019 წლის 28 დე­კემ­ბერს მოხ­და. სამი შვი­ლის დედა, 32 წლის ეკა მი­ქა­ვა, მე­ზობ­ლის ეზო­ში მდე­ბა­რე ნა­გე­ბო­ბა­ში ჩა­მომ­ხრჩვა­ლი იპო­ვეს.

მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე და­ნა­შა­უ­ლის ურ­თი­ერ­თსა­პი­რის­პი­რო ვერ­სი­ე­ბი გავ­რცელ­და: გარ­დაც­ვლი­ლის ძმა და მამა სუ­ი­ციდს გა­მო­რი­ცხავ­დნენ და ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ ახალ­გაზ­რდა ქალი მე­უღ­ლემ ჯერ სა­სიკ­ვდი­ლოდ სცე­მა, შემ­დეგ კი მე­ზობ­ლის ბო­სელ­ში ჩა­მო­კი­და. ხოლო მე­ზობ­ლე­ბი, თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას არ გა­მო­რი­ცხავ­დნენ. მათი ნა­ამ­ბო­ბით, ეკა მი­ქა­ვა ყვი­რი­ლით თხოვ­და დახ­მა­რე­ბას მე­ზობ­ლებს, ერ­თმა ურ­ჩია ერთ-ერთ სახ­ლში შე­ე­ფა­რე­ბი­ნა თავი და ბო­ლოს სწო­რედ იმ ეზოს­კენ მი­მა­ვა­ლი ნა­ხეს ახალ­გაზ­რდა ქალი მე­ზობ­ლებ­მა.

მომ­ხდა­რი­დან მე­ო­რე დღეს და­ა­კა­ვეს გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლე - ბა­კურ სორ­დია, რო­მელ­საც ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ 31 დე­კემ­ბერს პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

საქ­მეს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ფა­რი" სწავ­ლობს, რომლის ად­ვო­კა­ტიც, ელი­სო რუ­ხა­ძე ცოტა ხნის წინ პირ­ვე­ლად გა­ეც­ნო საქ­მის მა­სა­ლებს.

"იმ ღა­მეს ბა­კურ სორ­დია მთვრა­ლი მი­ვი­და სახ­ლში. საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა მოწ­მე ადას­ტუ­რებს, რომ მას ჰქონ­და ძა­ლი­ან ცუდი და აგ­რე­სი­უ­ლი სიმ­თვრა­ლე. ამას არ უარ­ყოფს თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლიც. ძა­ლა­დო­ბას უკავ­ში­რებს უმუ­შევ­რო­ბას და უსახ­სრო­ბას, ვი­ნა­ი­დან იყო გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი.

ტრა­გე­დი­ის დღეს კონ­კრე­ტულ ად­გი­ლას სთხოვ­და ცოლს წა­ყო­ლას, თუმ­ცა იმ­დე­ნად უგო­ნოდ მთვრა­ლი იყო, ქალ­მა უარი უთხრა. შემ­დეგ ფულს სთხოვ­და. ესეც რომ ვერ მი­ი­ღო, გა­და­ვი­და ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ზე. სი­ტუ­ა­ცი­ის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბის მიზ­ნით მათ შო­რის ჩად­გა ბრალ­დე­ბუ­ლის დედა, რო­მე­ლიც სცე­მა ბრალ­დე­ბულ­მა და დი­ვან­ზე და­აგ­დო. მა­მა­კაცს დე­დის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის­თვი­საც აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლი.

ამის შემ­დეგ, ეკა მი­ქა­ვა გა­მო­ე­სარ­ჩლა დე­დამ­თილს. თუმ­ცა, მას შემ­დეგ რაც მე­უღ­ლე გა­იქ­ცა სახ­ლი­დან და შვე­ლას თხოვ­და მე­ზობ­ლებს, სორ­დია მი­უბ­რუნ­და დე­დას, რო­მელ­საც ხელ­ში წლი­ნა­ხევ­რის შვი­ლიშ­ვი­ლი ეჭი­რა და ისევ სცე­მა ის. ამ დროს ქალს ბავ­შვი ხე­ლი­დან გა­უ­ვარ­და და ძირს და­ვარ­და" - უყ­ვე­ბა AMBEBI.GE-ს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი.

ჩა­მომ­ხრჩვა­ლი ეკა მი­ქა­ვა მე­ზო­ბელ­მა ზაზა ბო­ხუ­ამ იპო­ვა სა­კუ­თარ ბო­სელ­ში. ბო­ხუა და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, რომ­ლებ­მაც გარ­დაც­ვლი­ლი თო­კი­დან ჩა­მოხ­სნეს, აცხა­დე­ბენ, რომ გვამს არა­ნა­ი­რი და­ზი­ა­ნე­ბა არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და. თუმ­ცა, სა­პი­რის­პი­როს ამ­ტკი­ცებს საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი ფო­ტო­მა­სა­ლა და გვა­მის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ოქმი.

დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, გარ­დაც­ვლი­ლის თავ­ზე აქვს უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, მთელ ტან­ზე სის­ხლნაჟ­ღენ­თე­ბი და და­ლურ­ჯე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა, მკლავ­ზე კი დაკ­ბე­ნი­ლია.

Ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×