რეზონანსი
18.01.2020

(რეზონანსი) გენერალურ პროკურატურასთან „სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის" ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მათგანი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.

"საზოგადოება არ დაუშვებს შოთაძის უკან დაბრუნებას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამ ხელისუფლებამ შოთაძის მობრუნებით ძალიან ძვირი ფასი გადაიხადოს", - თქვა კუპრავამ დაკავებამდე.

ზვიად კუპრავა თანამოაზრეებთან ერთად პროკურატურასთან აქციას მართავდა და გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნებას აპროტესტებდა.

მან პროკურატურის ეზოში ბოტასები გადაყარა, რასაც მასსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×