რეზონანსი
18.01.2020

(რეზონანსი) „ქართული ოცნების „დეპუტატის ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა.

ვახტანგ რობაქიძე ამჟამად სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით არის დაკავებული - ხულიგნობა და მუქარა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ვახტანგ რობაქიძეს ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ოჯახთან ერთად ვახშმობდა, რა დროსაც ვახტანგ რობაქიძესა და ოხანაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×