რეზონანსი
18.01.2020

(რეზონანსი) სურამში, ყოფილი მეუღლის მიერ მოკლული 26 წლის ბეტა ნაჭყებია, ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ ქვალონიდანაა. ამის შესახებ სოფლის რწმუნებული ცოტნე დადიანი აცხადებს.

„ბეტა ჩემი კლასელია, ძალიან კარგი გოგო, ადრე აქ იყო გათხოვილი, 5 წლის შვილი მეორე ქმრისგან ჰყავს. როგორც აქ სოფელში ამბობენ, ამ მეორე ქმარს, რომელთანაც გაშორებული იყო, საკუთარი ბებიის სახლში მოუკლავს. აქ სოფელში ვიყავი ახლა სახლში, არავინ არ დამხვდა. ბეტას დედა თურქეთშია, მამა არ დამხვდა, ხოლო ძმა თბილისში მუშაობს",- განაცხადა სოფლის რწმუნებულმა „პრაიმ ტაიმთან".

დანაშაულის ჩამდენი პირი ჯერჯერობით არ დაუკავებიათ, ის მიმალვაშა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ბრალდებულის ადგილსამყოფელის დასადგენად და მის დასაკავებლად.

აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ბრალდება თავისუფლების აღკვეთის ვადით 14-დან 17 წლამდე ითვალისწინებს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×