რეზონანსი
18.01.2020

(რეზონანსი) მომავალი კვირიდან თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსი სატესტო რეჟიმში იმოძრავებს, - დედაქალაქის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ აღნიშნა, რომ ავტობუსი დედაქალაქის 10 ძირითად გამზირზე იმოძრავებს და მგზავრებს არ მოემსახურება.

მაია ბითაძის ინფორმაციით, სატესტო რეჟიმის მიზანია, ინფრასტრუქტურული ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა, რის შემდეგაც, თბილისის 10 ძირითადი დერეფნისთვის, მერია 179 ერთეული 18 მეტრიან ავტობუსს შეისყიდის.ობუსების 150 მგზავრზეა გათვლილი.

„მერიის შუამდგომლობით, ერთ-ერთმა კომპანიამ სატესტო რეჟიმში ჩამოიყვანა 18-მეტრიანი ავტობუსი, ეს არის დიდი გაბარიტების ავტობუსი, რომლისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა თბილისში მოსაწესრიგებელია. ერთი თვის განმავლობაში, ღამის საათებში, თბილისის ქუჩებში ივლის 18-მეტრიანი ავტობუსი, რათა გამოვლინდეს ყველა ის ინფრასტრუქტურული ხარვეზი, რომლის გამოსწორებაც იქნება საჭირო. როგორც მოგეხსენებათ, 10 ძირითადი დერეფანია, რომელიც იქნება ცენტრალური კვანძი, რათა დიდი გაბარიტის ავტობუსებმა იარონ", - განაცხადა მაია ბითაძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
კიკო   (18.01.2020)
კი მოძრაობდა თბილისში ასეთი 18 მეტრიანი გარმოშკა იკარუსები.რა ყველაფერი გასაკვირია დგეს


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×