რეზონანსი
19.01.2020

ხელისუფლებამ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები ჩაშალა. მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი ჯერ კიდევ ორი კვირის წინ უნდა გამართულიყო როგორც ჩანს მმართველმა გუნდმა მოლაპარაკებებზე უარი თქვა.ოპოზიციაში აცხადებენ რომ ხელისუფლებამ ვერ მოიფიქრა მეთოდი, რომლითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და მოიგებს და დრო გაჰყავს.

ოპოზიციამ მმართველ გუნდს ორი მომართულება წარუდგინა წინადადება, ან პროპორციული, ან გერმანული მოდელი. ოპოზიაში აცხადებენ, რომ იგეგმება მთლიანი ოპოზიციური სპექტრის შეხვედრა და მოლაპარაკებები სამომავლო გეგმებისა და მიზნების დასახვისის.

„ჩვენ ველოდებით, რომ შეხვედრის მორიგი რაუნდი გაიმართება რამდენიმე დღეში, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე, ესეთი ინფორმაცია გვაქვს ყოველ შემთხვევაში, ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან. ჩვენ მზად ვართ, ამ რაუნდშიც მივიღოთ მონაწილეობა და ჩვენი ამოცანა ამ მოლაპარაკებებში არის ის, რომ პროპორციულისკენ დაიძრას რეფორმა. ანუ, ყველა შემოთავაზებას, რომელსაც ხელისუფლება ვითომ აკეთებს, იქნება ეს 100/50-ზე თუ ბარიერის დაწევა, ჯამში, ამას არაფერი საერთო პროპორციულ არჩევნებთან არ აქვს, ამიტომ ჩვენი ამოცანა არის პროპორციული არჩევნები. თუ ივანიშვილი საბოლოოდ ამაზე უარს ამბობს, მაშინ მიიღებს შესაბამის რეაქციას, როგორც პოლიტიკური სპექტრისგან, ასევე საზოგადოებისგან არჩევნებზე. ეს არის მისი გადასაწყვეტი, მას უნდა ასეთ რისკზე წავიდეს და მერე ყველაფერი დაკარგოს, თუ კიდევ ოდნავ მაინც საღი აზრი აქვს დარჩენილი, რომ რაღაც შეთანხმებაზე მაინც წამოვიდეს",-აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობას სურს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ამიტომ კომპრომიზებზე საუბარი, რომელიც გაუადვილებს ხელისუფლებას, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება არ არის საინტერესო.

"ჩვენ ვნახეთ, NDI-ს უკანასკნელი გამოკითხვებით, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობას სურს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. ამიტომ კომპრომიზებზე საუბარი, რომელიც გაუადვილებს ხელისუფლებას, რომელსაც დაკარგული აქვს მხარდაჭერა შეინარჩუნოს ძალაუფლება ჩვენთვის არ არის საინტერესო. ჩვენ უნდა მივიღოთ ის საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ქართველი ხალხის საარჩევნო უფლების დაცვას და ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებას შეუწყობს ხელს" - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×