რეზონანსი
19.01.2020

გვიან ღამით, გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 46 წლის ქალი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტს სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილის ცხედარი ამ დროისთვის, პროზექტურაშია გადასვენებული.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. როგორც "რეგიონულ კვირას" უწყებაში განუცხადეს, ავტომობილის მძღოლი იდენტიფიცირებულია და მუხლის გადაკვალიფიცირება ბრალის წარდგენის შემდეგ მოხდება.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×