რეზონანსი
19.01.2020

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა.

წირვის დასრულების შემდეგ მეუფე გრიგოლმა ტაძრის ეზოში, ემბაზში წყალი აკურთხა. მოგვიანებით, მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მათ შორის, წმინდა სინოდის სხდომასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„მე ვიცი, რომ უნდა შეკრებილიყო წმინდა სინოდი და თუ რატომ არ შეიკრიბა, ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ, თუმცა ვწუხვარ, რომ არ შეიკრიბა. ჩვენ ვიცით, რომ სულ ცოტა წელიწადში ორჯერ მაინც უნდა შეიკრიბოს და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პატრიარქმა ბრძანა, რომ საერთოდ ორჯერ კი არა, უფრო მეტად, ხშირად უნდა შევიკრიბოთო. რა უშლის ხელს ამ შეკრებას, ვერ გეტყვით", - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

კითხვაზე, დააყენებს თუ არა სინოდის სხდომაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის შუამდგომლობის საკითხს, მეუფე გრიგოლმა განაცხადა, რომ დღის წესრიგს თითონ არ ადგენს.

„დღის წესრიგს მე არ ვადგენ და როგორც ნებისმიერი მღვდელმთავარი, ვეცდებით, შესაძლებლობების ფარგლებში დავაყენოთ ყველა ის სკითხი, რაც მიგვაჩნია, რომ აქტუალურია. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი აქტუალური საკითხი სწორედ ეს არის.

ჩემთვის ძნელია ამაზე კომენტარის გაკეთება, ჩემი აზრი და პოზიცია არერთხელ მაქვს დაფიქსირებული. არ შემიძლია, ნამდვილად განვსაზღვრო ვინ რას და რატომ აკეთებს. მე შემიძლია, ჩემს თავზე ვაგო პასუხი, ჩემი ქმედება ავხსნა. ჩემს ხელში ერთადერთი იარაღია სიტყვა, სიტყვას ვამბობთ და დანარჩენი, ვის რაშიც კონკრეტული შესაძლებლობები აქვთ, მათ უნდა გააკეთონ.

სინოდი არ არის აღმასრულებელი ორგანო ქვეყანაში, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა აქვს, მაგრამ რამდენად დიდია ეს გავლენა, ამას გვიჩვენებს ზოგიერთი გამოკითხვა და სინოდის თხოვნაზე გაცემული პასუხებიც. ეს მეტყველებს რეალურ გავლენებზე", - განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა.", - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

 

 

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (19.01.2020)
ცდებით გრიგოლ, სინოდი კი არა....პოლიტბიურო.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×