რეზონანსი
19.01.2020

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, „მიონის" ყოფილ შენობაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. „პრაიმტაიმის" ინფორმაციით გარდაცვლილია შუა ხნის მამაკაცი, რომელსაც ამავე შენობაში ფართი ჰქონდა დაქირავებული და საეკლესიო ნივთებს ამზადებდა. გარდაცვალების ფაქტს საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელიც ადასტურებს.

ცეცხლი შენობის მე-6 სართულზე გაჩდა. სულ დამწვარია ერთი ოთახი. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ამ დრომდე რჩებიან.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×