რეზონანსი
19.01.2020

ნებისმიერ პოლიტიკოსს და არა მარტო მათ, ობიექტური დასკვნის გამოსატანად, ვურჩევ ისარგებლონ არა ერთი რომელიმე კონკრეტული კონგრესმენის პერსონალური, კრიტიკული განცხადებით, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლოდროინდელი პოზიციით, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მამუკა მდინარაძის შეფასებით, ამერიკელ კონგრესმენს საკუთარ წერილში, კონკრეტული მიზეზებიც აქვს მითითებული.

„ნებისმიერ პოლიტიკოსს და არა მარტო მათ, ობიექტური დასკვნის გამოსატანად, ვურჩევ ისარგებლონ არა ერთი რომელიმე კონკრეტული კონგრესმენის პერსონალური, კრიტიკული განცხადებით, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლოდროინდელი პოზიციით, მათ შორის ორპარტიული მხარდამჭერი აქტით, ბოლო განცხადებით, რომელიც უაღრესად პიზიტიურია და. ა. შ. მით უმეტეს მაშინ, როდესაც კონგრესმენ მალენის განცხადებას, მის მიერ იმავე წერილში მაგალითის სახით მითითებული, კონკრეტული მიზეზიც აქვს.

რაც შეეხება კომპანია "ფრონტერას" - მისი დავა საერთაშორისო არბიტრაჟმა უნდა გადაწყვიტოს. გადაწყვეტილების შემდეგ უფრო მიუკერძოებლად, რეალისტურად შეგვეძლება მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით.

ზოგადად, ქართული სახელმწიფო დღეს, ისე როგორც არასდროს, მოწოდებულია, რომ მაქსიმალური, შეიძლება ითქვას პრიორიტეტული ხელშეწყობა ჰქონდეთ დასავლურ კომპანიებს და ერთ-ერთ მაგალითად თავად "ფრონტერაც" კი შეიძლება გამოდგეს, რომელსაც, თუ სწორად მახსოვს, საქართველოში დღეის მდგომარეობით ყველაზე შეღავათიანი საგადასახადო პირობები აქვს",-წერს მდინარაძე „ფეისბუქზე".

ცნობისთვის, რესპუბლიკელი კონგრესმენი მარკუეინ მალინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას წერილით მიმართავს. კონგრესმენი წერილში აღნიშნავს, რომ საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევითა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებით შეშფოთებულია.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მედეა   (20.01.2020)
ჩემი აზრით, ჯობია დარჩეს ასე შეშფოთებული ეს (და მისი თანამზრახველნი) პატივცემული კონგრესმენი, განა მისი საკითხავია საქართველოს ხელისუფლების დემოკრატიული ღირებულებების შეფასება? აბა, ჩვენ --ქართველი ხალხი-- საჭირო არ ვყოფილვართ, ამერიკის კონგრესმენებს შეძლებიათ ყველაფრის შეფასება-გადაწყვეტა, მაშინ წამოვკოტრიალდეთ მხარ-თეძოზე და დავაღოთ პირი ლუკმის დასაჭერად! ოპოზიციის ოინებია ეს ყველაფერი, ამ კონგრესმენისა და სხვა მისნაირების ენით---ბოკერია-სააკაშვილს უნდა გვითხრას--"შტერები ხართ, ივანიშვილი რამ აგარჩევინათ, აგერ არ იყო დავით ბაქრაძეო". ცუდ დამოკიდებულებაზე მიუთითებს ეს წერილი- და შეურაცყოფილად ვგრძნობთ თავს, "ბატონო ნაჩალნიკო"!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×