რეზონანსი
19.01.2020

ჩინეთში, ქსინჯიანგ უიგურის რაიონში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ჩინეთის სეისმოლოგიური ცენტრი იტყობინება.

ბიძგების სიმძლავრემ 6,4 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 21:27 საათზე (თბილისის დროით 18:27) დაფიქსირდა. ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით საბერძნეთის სანაპიროზე 5 მაგნიტუდი სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×