რეზონანსი
19.01.2020

მსოფლიოში ორსულობის შემთხვევების მესამედი დაუგეგმავია, თანამედროვე კონტრაცეპტივებზე ხელმისაწვდომობა კი ამ ამბავს ვერ შველის. როგორ შეიცვლებოდა სამყარო ქალებს რომ შეეძლოთ აკონტროლონ როდის, ვისგან და რა ასაკში გააჩინონ ბავშვი?

ამის შესახებ სტატია BBC Future-მა მოამზადა.

ათასწლეულების განმავლობაში საზოგადოება ქალს უფრო დაბალ საფეხურზე ხედავდა, ვიდრე კაცს - ბიოლოგიით დაწყებული ინტელექტით დასრულებული.

"როდესაღაც ითვლებოდა, რომ ქალი - ეს არის პასიური ორგანო, რომელშიც სპერმატოზოიდი გადაადგილდება და მოძრაობაშია, კვერცხუჯრედს კი "არაფრის გაკეთება" არ შეუძლია", - ამბობს პროფესორი ახალი ზელანდიიდან პატრის როზენგრეივი - "ფიქრობდნენ, რომ ყველაფერი დამოკიდებული იყო კაცზე, რომელსაც სპერმა ჰქონდა".

არც ისე დიდი ხნის წინ კი მეცნიერებმა დაიწყეს გასაოცარი მეთოდების აღმოჩენა, რომელთა დახმარებითაც გამრავლების საკითხში ბევრი მდედრობითი სქესის ცხოველის უპირატესობები დგინდება.

მაგალითად, მდედრ ორაგულს შეუძლია შეაჩეროს ან დააჩქაროს მამრი ორაგულის სპერმის მოძრაობა. მდედრ თაგვებსა და ჯუგნლებში მცხოვრებ ქათმებსაც შეუძლიათ აირჩიონ ის სპერმა, რომელთა მფლობელი მამრის გენებიც მათთან ყველაზე ახლოსაა (ყველაზე მეტად მიდის).

დროზოფილებს კი შეუძლიათ სხვადასხვა მამრის სპერმა სპეციალურ ორგანოებში შეინახონ და შემდეგ გამოიყენონ იმის სპერმა, რომლისაც მოესურვებათ.

წყარო: "იმედინიუსი"

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×