რეზონანსი
19.01.2020

"ბიბისის" ინფორმაციით, ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში, რომელიც ცოტა ხნის წინ ტყის ხანძრების დროს დაზარალდა, ქარიშხალია მოსალოდნელი.

"ბიბისის" ცნობით, შტატ ვიქტორიაში ძლიერ ქარსა და უხვ ნალექებს ელოდებიან. სტიქია 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ძლიერმა წვიმამ ავსტრალიის შტატების დატბორვა გამოიწვია.

ავსტრალიაში გაჩენილ ტყის ხანძარს სექტემბერიდან დღემდე 29 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაღუპულია მილიონობით ცხოველი და განადგურებულია 2,500-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×