რეზონანსი
19.01.2020

ყოველივე ეს აყალიბებს დამოკიდებულებას საქართველოს ხელისუფლების შესახებ, რომელიც არის ფაქტობრივად არადემოკრატიული, პრორუსული ორიენტაციის, სადაც არ მუშაობენ სახელმწიფო ინსტიტუტები და ყველა კონსტიტუციური ორგანო დაპყრობილია ერთი ადამიანის მიერ,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, რითაც მან საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი ამერიკელი კონგრესმენის მარკუეინ მალინის ღია წერილი შეაფასა.

გოცირიძის თქმით, სახელმწიფო დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის მხრებზე დგას და აღნიშნული მხარდაჭერის დაკარგვა სერიოზულ რისკებს შეიცავს.

„როგორც ხედავთ, „ქართული ოცნების" ირგვლივ იკვრება წრე და ნელ-ნელა ივანიშვილი და „ქართული ოცნება" ფაქტობრივად. საერთაშორისო იზოლაციის საფრთხის ქვეშ ექცევიან, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ პირველი წერილი, მანამდე იგივე ხელისუფლების ბიზნეს ზეწოლაზე და ზოგადად, დემოკრატიის პროცესში უკან დახევაზე, მანამდეც ოკლაჰომის წინა მოწვევის კონგრესის წევრიც საუბრობდა და იგი მოითხოვდა სანქციებს ივანიშვილის წინააღმდეგ და შემდეგ, ეს საკითხი გააგრძელა, მას შემდეგ, რაც კონგრესმა ვადა ამოწურა, ახალმა კოგრესმენმა ოკლაჰომიდან. მას წინ უძღოდა ის რეზოლუცია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს მოითხოვდა. ეს არის ძალიან სამწუხარო, ვინაიდან, მსგავსი ქმედებები უკვე აზიანებს ქვეყნას და საბოლოოდ, აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობის გაუარესებით",-განაცხადა გორიციძემ.

რომან გოცირიძის განცხადებით, მსგავსი განცხადებები ქვეყნის ხელისუფლებისადმი უნდობლობას გამოხატავს.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
მედეა   (20.01.2020)
პროფესორო, კარგად იცი, რომ ჩვენი ეკონომიკის დამუხრუჭება ჩინეთ-ამერიკის ფინანსურმა ომმა გამოიწვია. რუსეთი და ჩ ი ნ ე თ ი ორივე თქვენი მტერიაო--პომპეომ--ჩინეთის უმძლავრესი ეკონომიკის კავკასიისკენ გაფართოება არ უ ნ დ ო დ ა ამერიკას. ახლა,ღმერთის წყალობით, დამყარდა მათ შორის მეტ-ნაკლებად მსუბუქი ურთიერთობა და იქნება კი მოგვცენ ნება ჩინეთის ინვესტიციები მოვიზიდოთ--აი, მაშინ დაიწყება აქ ეკონომიკური ბუმი--ბიძინა ივანიშვილი და ოცნება რა შუაშია, მთავარია ჩინელების ჩამოსახლება არ მოხდეს, იცი ეს და მაინც სხვანაირად ჭიკჭიკებ, სირცხვილია, გაჩუმდი!

ლინდა   (20.01.2020)
აკო, შ ვირთხავ, შენი გინება შენს გაოხრებულ თავზე მიიღე!

ჭორლეონე   (19.01.2020)
რამე ტყუილს ამბობს? გინდა ნაცი იყოს გინდა ყლე.

აკო   (19.01.2020)
ამის ნაცი კარგი მოვტყან!!!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×