რეზონანსი
20.01.2020

ინდონეზიაში საფეხმავლო ხიდის ჩანგრევას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი" ავრცელებს.

შემთხვევა კუნძულ სუმატრაზე მოხდა. მაშველებმა 17 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. დაკარგულია კიდევ ერთი პირი.

ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

ინდონეზიის საგანგებო სამსახურის ცნობით, ინციდენტის დროს ხიდზე 30-მდე ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულ მდინარეს უყურებდნენ, რის გამოც შესაძლოა, ხიდმა სიმძიმეს ვერ გაუძლო.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×