რეზონანსი
20.01.2020

საბურთალოს რაიონში, აღმაშენებლის ხეივანზე, აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარედ, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის 1400 მმ-იანი მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა. ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. 

კომპანიის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სამუშაო ჯგუფები და დაზიანების აღსადგენად სამუშაოები მიმდინარეობს.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 20 იანვრის საღამოს 20:00 საათამდე, წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:

საბურთალოს რაიონში:

შანხაის დასახლებას, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, გამრეკელის, ქავათარაძის და მიმდებარე ქუჩებს;

ვაკის რაიონში:

ნუცუბიძის პლატოს, მიკრო რაიონებს და კვარტლებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - - http://www.gwp.ge

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×