რეზონანსი
20.01.2020

ანრი ოხანაშვილი განცხადებით, ის არ გამორიცხავს, რომ ვახტანგ რობაქიძემ თვითდაზიანებები მიიყენოს და შემდეგ ეს ყველაფერი თავად მას დააბრალოს.

„ამ ადამიანმა ზღაპრები უთხრას მათ, ვინც ეს ყველაფერი დაარიგა. მისი ასეთი საქციელით, ნაცვლად იმისა, რომ ეს ყველაფერი მოინანიოს, რაც განახორციელა, ის შეკვეთით მოქმედებდა და ეს იყო პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით, ასევე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ ადამიანმა თვითდაზიანებები მიიყენოს ან მოაწყოს თავდასხმის ინსცენირება და შემდგომ ჩემსკენ გამოიშვიროს ხელი. როგორ ჩანს, ეს ადამიანი ყველაფერს კადრულობს. კიდევ ერთხელ, ეს ზღაპრები უთხრას იმათ, ვინც მას ეს დაარიგა. არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით მას კიდევ უფრო მძიმე რამ ჰქონდა დაგეგმილი, უბრალოდ, სისრულეში შესაძლოა, ბოლომდე ვერ მოიყვანა", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დეპუტატ ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებული ვახტანგ რობაქიძე ამტკიცებს, რომ პოლიციაში მასზე იძალადეს, ბრძანება კი "ზემოდან მოდიოდა".

მისი თქმით, პოლიციელებმა მას სცემეს, აწამეს და არაადამიანურად მოექცნენ, რასაც ბრალდებულის თქმით სამედიცინო ექსპერტიზაც დაადასტურებს.

საქმეზე ბრალდებული ირწმუნება, რომ პროკურორმა პირადად უთხრა, რომ "საქმე ანრი ოხანაშვილმა შეუკერა, შესაბამისად მას პატიმრობა არ ასცდებოდა".

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×