რეზონანსი
20.01.2020

ორ დღეში ჩინეთში კორონავირუსის უცნობი შტამით დაინფიცირების 139 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ის ქალაქ უხანიდან გავრცელდა ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებზე.

საბოლოო ჯამში, სულ დაინფიცირების 200 შემთხვევა გამოვლინდა, სამი კი ლეტალური შედეგით დასრულდა. მთავრობის ინფორმაციით, 170 ადამიანი ქალაქ უხანის საავადმყოფოში მკურნალობს, აქედან 9 კრიტიკულ მდგომარეობაშია.

მკვეთრი ზრდა მოდის იმ პერიოდზე, როცა მილიონობით ჩინელი მთვარის ახალი წლის დღესასწაულისთვის მოგზაურობას გეგმავს.

უცნობი ინფექციის შესახებ პირველი ცნობები დეკემბერში გავრცელდა. ჩინეთის ჯანდაცვის უწყების თქმით, 11-მილიონიან ქალაქ უხანში კორონავირუსის უცნობ შტამს მოჰყვა ფილტვების ანთების ეპიდემია, თუმცა ბევრი რამ ჯერჯერობით უცნობია, მაგალითად, როგორ ვრცელდება ვირუსი.

ორშაბათს სამხრეთ კორეაში უცნობი ვირუსით დაინფიცირების პირველი შემხთვევა გამოვლინდა, მანამდე ის დაფიქსირდა ტაილანდსა და იაპონიაში.

აღნიშნული ეპიდემია ჰგავს კორონავირუსის სხვა შტამს, სახელწოდებით სარსის ვირუსი, რომელსაც 2000-იანების დასაწყისში ათობით ქვეყანაში, უმეტესწილად აზიაში, 774 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ახალი ვირუსის გენეტიკური კოდის ანალიზმა აჩვენა, რომ ახალი შტამი ყველაზე მეტად ენათესავება სწორედ სარსის ვირუსს.

წყარო: "ესპერსონა"

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×