რეზონანსი
20.01.2020

დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ „ანას ბაღში". როგორც ბაღის ერთ-ერთი მცველი აცხადებს, სამშენებლო კომპანიის დაცვის სამსახურმა მოსახლეობაზე იძალადა. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მოქალაქე აცხადებს, რომ დარბეულია ტერიტორიაზე მოქალაქეების მიერ გაშლილი კარავი. პოლიციის თანამშრომლებმა კი მოქალაქეები ძალადობისგან არ დაიცვეს.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეები ვარკეთილში, ანას ბაღის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას რამდენიმე თვეა აპროტესტებენ.

წყარო: "ნიუპოსტი"

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მედეა   (20.01.2020)
იმ ასაშენებელ სახლში ვისაც ცხოვრება ეკუთვნის, იმ ხალხის უფლებები არ ირღვევა ამათი უფლებების დაცვის გამოისობით? ისინი ცოდვები არ არიან? ბაღი არ გაუქმდება, უფრო გალამაზდებაო--რა გინდათ ამაზე მეტი? ბ უ ნ ტ ი გინდათ და საბაბს ეძებთ? ნატა ფერაძე ოღონდ არ გაანერვიულოთ--სხვა მეორე ხარისხოვანი მოქალაქეა?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×